აჭარაბეთის დაჯილდოების ნომინანტებში შესაძლოა მოხვდეს ნებისმიერი, საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენი.
წლის სპორტსმენი

გიგა ჭიკაძე
ქართველმა სპორტსმენმა UFC-ს Main Event-ზე აგვისტოში პირველად იბრძოლა. ჭიკაძემ ედსონ ბარბოსა დაამარცხა. 2021 წელს, მან 2 ბრძოლიდან ორივე გამარჯვებით დაასრულა.
შენი არჩევანი დაფიქსირებულია


ნიკოლოზ ბასილაშვილი
პირველი ქართველი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP ტურის მასტერსის ფინალში ითამაშა. ინდიან უელსის ტურნირის ფინალში ბასილაშვილი ბრიტანელ კამერონ ნორისთან დამარცხდა, მაგრამ მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა.
შენი არჩევანი დაფიქსირებულია


ლაშა ბექაური
ტრავმის მიუხედავად, ახალგაზრდა ძიუდოისტმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით იასპარეზა და წლევანდელ შეჯიბრზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
შენი არჩევანი დაფიქსირებულია


ლაშა ტალახაძე
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი ძალოსნობაში. ტალახაძემ ტოკიოს წლევანდელ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და თავისივე რეკორდები გააუმჯობესა.
შენი არჩევანი დაფიქსირებულია


ალექსანდრე წივწივაძე
17 წლის სპორტსმენი კანოეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. წივწივაძემ 1000-მეტრიანი დისტანცია 4 წუთსა და 0.193 წამში დაფარა, რითაც შეჯიბრზე პირველი ადგილი დაიკავა.
შენი არჩევანი დაფიქსირებულია
