აჭარაბეთის დაჯილდოების ნომინანტებში შესაძლოა მოხვდეს ნებისმიერი, საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენი.
წლის გუნდი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები
ქართველი კალათბურთელები 2022 წლის ევრობასკეტისთვის აქტიურად ემზადებიან. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი თბილისია.
შენი არჩევანი დაფიქსირებულია


ბათუმის დინამო
ისტორიაში პირველად, ბათუმელები ევროტურნირის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ. Conference League-ზე დინამოელებმა სივასპორის ბარიერი ვერ გადალახეს. გია გეგუჩაძის გუნდი წელს საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი გახდა.
შენი არჩევანი დაფიქსირებულია


ძიუდოს ნაკრები
ქართველმა ძიუდოისტებმა ტოკიოს ოლიმპიადიდან 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალი ჩამოიტანეს. უმაღლესი სინჯის მედალს ლაშა ბექაური დაეუფლა, ვერცხლი კი, გურამ თუშიშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვეს.
შენი არჩევანი დაფიქსირებულია


საქართველოს ფუტსალის ნაკრები
ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ჰოლანდიაში გასამართი ტურნირის D ჯგუფში ითამაშებს, სადაც ესპანეთს, აზერბაიჯანსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას დაუპირისპირდება.
შენი არჩევანი დაფიქსირებულია


საქართველოს რაგბის ნაკრები
ბორჯღალოსნები სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობენ. 2021 წელს, ქართველმა მორაგბეებმა ევროპის ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოიგეს.
შენი არჩევანი დაფიქსირებულია
